05 ივლისი 2024,   22:04
ვრცლად
ავარია თურქეთში - დაღუპულია 11 ადამიანი

ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, საქარიის პროვინციაში, ავარიას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, დაშავებულია 50-ზე მეტი პირი.

ავტოსაგზაო შემთხვევაში 7 სატრანსპორტო საშუალება იყო ჩართული. მათ შორის - ავტობუსები და სატვირთო. ავარიის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი და დაბალი ხილვადობაა.

 

დღის ამბები