22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
2024 წელს, "რუსთავი 2-ზე" მაყურებელი ყველასათვის ნაცნობ გადაცემებთან ერთად, ახალ პროექტებს იხილავს

"რუსთავი2" მაყურებლისთვის, ახალ გადაცემებს ამზადებს. არხს უბრუნდება, ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ, რომელიც მაყურებლისთვის ჯერ სიურპრიზად რჩება. ახალი დუეტები, მუსიკალური კინო შედევრები და მონატრებული ჰიტები. - ახალი წლის ღამეს, "რუსთავი2-ის" მეკვლე - "გული მღერის" იქნება. ახალ, მუსიკალურ პროექტში ყოველ შაბათს, სიმღერების პრემიერებსაც, თქვენი საყვარელი მუსიკოსების შესრულებით მოისმენთ. გადაცემას წაიყვანენ თავად ქართულ მუსიკაზე შეყვარებული ადამიანები, ნინო ჩხეიძე და ლაშა რამიშვილი. "რუსთავი 2-ზე", 1 იანვრიდან "გული" მაყურებლისთვის ამღერდება.

არხზე ნამდვილი დღესასწაული საახალწლო ეთერიდან იწყება. 3 იანვარი - თეატრალურის კვარტეტის 20 წლიანი შემაჯამებელი კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა. მაყურებელი ნახავს და მოისმენს "შვიდკაცას" კონცერტსაც, რომელიც ანსამბლის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. არხის მაყურებელს ახალი სეზონიდან არც იუმორი და არც კარგი განწყობა მოაკლდება. მიხომ და მარომ გადაწყვიტეს, რომ პაატა გულიაშვილის გადაცემის პარალელურად, მათი ოჯახური ამბები კახეთიდან, თქვენთვის უფრო დეტალურად მოეყოლათ, თუმცა არა მხოლოდ კახეთიდან, მიხო და მარო რეგიონიდან გერმანიაშიც ჩავიდნენ. ისტორიები და პერსონაჟები ბევრია, ამიტომ კახელი წყვილის ოჯახური ამბები სერიალად იქცა, რომელსაც მაყურებელი 13 იანვრიდან ჩვენს ეთერში ნახავს.

მაყურებლის რჩეული რეალითი შოუ ახალი წლიდან ახალი, საფინალო სეზონით ბრუნდება. კონკურსანტებს, რომლებიც მთელმა საქართველომ უკვე კარგად გაიცნო, "პრაიმ ჰაუსში" კვლავ ნახავთ. შემადგენლობა ვარსკვლავური, სახელი კი სიმბოლურია - "პრაიმ ჰაუს ოლ სთარი". 2024 წელს "პრაიმ ჰაუსის" სახლში, გასული სეზონების 16 ვარსკვლავი შევა, რომლებსაც ერთმანეთთან და მაყურებელთან სათქმელი, გასაკეთებელი, ან დასამტკიცებელი კიდევ ბევრი რამ დარჩათ. რეალითი შოუ, რომელიც ოთხი სეზონის განმავლობაში ყველა სატელევიზიო და სოციალური პლატფორმის რეკორდსმენია, მეხუთე სეზონის ოლ სთარის სრულ შემადგენლობას ახალი წლის ღამეს დაასახელებს.

უკვე დაანონსდა არხზე ყველაზე გემრიელი შოუს ახალი სეზონი. ბრძოლა კულინარიული წესებით, - "შეფების ლიგა" უფრო გრანდიოზული და მასშტაბური მეორე სეზონისთვის ემზადება. გადაცემა, სადაც მხოლოდ გემოა სადაო - ახალ 12 მონაწილეს ელოდება. გუნდური ბრძოლა - ღირსეულ შეფამდე, კვლავ მოპოვებული ტიტულით და მოგებული ბინით შეფასდება.

"რუსთავი2-ის" გახმოვანების ჯგუფი ახალი სეზონისთვის - ახალ სერიალს ამზადებს. "გომორა", ყველაზე გახმაურებული მძაფრსიუჟეტიანი სერიალია, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ახალი წლიდან ნახავს. ყველაფერი ფულზე, ნარკოტიკებზე და მაფიაზე, - კრიმინალური დრამა იტალიურად, მაღალი ხარისხის ქართული გახმოვანებით ღამის ეთერში გავა.

არხი, რომელიც ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებს დროს. არხი, რომელიც თავისი მაუწყებლობის ისტორიაში ყოველთვის იყო ნოვატორი და რეიტინგების ლიდერი. მრავალწლიანი არქივით, გამოცდილებით, შემართებით და "რუსთავი2-ის" ჩვეული მუხტით, უახლესი ისტორიის მემატიანე, ახალი სეზონიდან დროის ათვლას ისევ თქვენ ერთად დაიწყებს.

დღის ამბები