06 ოქტომბერი 2024,   08:32
ვრცლად
ორსაათიანი შთამბეჭდავი სანახაობა, სახელწოდებით "ევროპული ქალაქიდან ევროპაშ" - ახალ 2024 წელს თბილისი საახალწლო გალა-კონცერტით შეხვდება

ახალ 2024 წელს თბილისი საახალწლო გალა-კონცერტით შეხვდება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორსაათიანი შთამბეჭდავი სანახაობა, სახელწოდებით "ევროპული ქალაქიდან - ევროპაში", ზუსტად 00 საათსა და 00 წუთზე დაიწყება. მანამდე კი მოედანზე შეკრებილი ხალხი დარჩენილ წამებს აითვლის.

შეკრებილების საახალწლო განწყობაზე ქართველი მომღერლები, მოცეკვავეები, გუნდები, ანსამბლები, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი იზრუნებენ.

"გალა კონცერტზე" წარმოდგენილი იქნება ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ქართული სიმღერების ახლებური ვერსიები, ასევე სხვადასხვა უცხოური ჰიტები, მათ შორის ორი ცნობილი საშობაო სიმღერა ქართული ტექსტით.

პროგრამა მთლიანობაში 30 მუსიკალურ ნომერს შეიცავს. ღონისძიებაში კი 200-ზე მეტი არტისტი იღებს მონაწილეობას.

დღის ამბები