13 ივნისი 2025,   08:24
ვრცლად
ძლიერი აფეთქება კენიაში - დაღუპულია 3 და დაშავებულია 300-მდე ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, ემბაკასის დასახლებაში, ძლიერი აფეთქება მოხდა. დაღუპულია 3 ადამიანი, 300-მდე პირი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC წერს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო ავტომობილი, რომელსაც გაზის ბალონები გადაჰქონდა. დაშავებულთაგან, სულ მცირე, 25 ბავშვია.

აფეთქების შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბიზნესობიექტები და ავტომობილები.

დღის ამბები