
ისრაელი ღაზაში ოპერაციას განაგრძობს - რაფაჰი 630 000-მა პალესტინელმა დევნილმა დატოვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სექტორში ჰუმანიტარული ტვირთი გემის საშუალებით შეიტანა.
ვაშინგტონი თელ-ავივს მოუწოდებს ისრაელის ტერიტორიიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანა უზრუნველყოს. ისრაელის განცხადებით კი, სამხედროებმა ღაზის სექტორში სამი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს. "ცაჰალის" ცნობით, სამივე გარდაცვლილი 7 ოქტომბერს "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს, მუსიკალურ ფესტივალზე მოკლეს.