08 ივნისი 2024,   04:46
ვრცლად
გურამ მაჭარაშვილი უკმაყოფილოა კანონის ამ ფორმით მიღებით და არჩევნების შემდეგ ეს რეჟიმი თუ დარჩება, ყველას გაასამართლებენ, როგორც ჯაშუშებს - პაატა მანჯგალაძე "ხალხის ძალის" ლიდერის განცხადებაზე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში. მაჭარაშვილი ასევე აცხადებს, რომ ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება. "საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ამგვარი სასამართლო პროცესის გამართვას ალტერნატივა არ აქვს. პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად, რომ მომავალში ჯაშუშობაზე ხელის მოწერის ცდუნება აღარასოდეს აღარავის გაუჩნდეს“, - წერს გურამ მაჭარაშვილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით, ამ განცხადებით, გურამ მაჭარაშვილმა "გაახმოვანა ის ბოროტი სული, რაც "გამჭვირვალობის" კანონის შინაარსია".

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია ადამიანების სტიგმატიზება მოხდეს.

"ამ განცხადებით გურამ მაჭარაშვილმა პირდაპირ გაახმოვანა ის ბოროტი სული, რაც არის ამ კანონის შინაარსი. მათი მიზანია არა რამის გამჭვირვალობა, არამედ ყველა ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც "ქართული ოცნება" ვერ აკონტროლებს, გამოაცხადონ უცხოური გავლენის აგენტებად. მათი მიზანია მოხდეს ადამიანების სტიგმატიზება. ჯაშუშების მოლანდებები და მათზე საუბარი მიუთითებს იმაზე, რომ გურამ მაჭარაშვილი უკმაყოფილოა კანონის ამ ფორმით მიღებით და მგონია, რომ არჩევნების შემდე ეს რეჟიმი თუ დარჩება, ყველას გაასამართლებენ, როგორც ჯაშუშებს", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"რეფორმების ჯგუფის" წევრის თეონა აქუბარდიას განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" ბოლშევიკური, ღალატის გზა აირჩია.

"გურამ მაჭარაშვილის ვერც ერთ ნათქვამს ვერ აღვიქვამ მუქარად. ალბათ, უფრო იუმორისტულ ჟანრში გავატარებ. 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, ქვეყნის მტრებად გამოაცხადეს ისეთი ადამიანები და დახვრიტეს, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს თუ "ქართულ ოცნებას" ოქტომბერში არ გავუშვებთ. შესაბამისად, ეს არის გაგრძელება იმ ბოლშევიკური რევოლუციის, რომელიც ძალით გასაბჭოებით დადგა საქართველოში და "ქართულმა ოცნებამ" სწორედ ეს ღალატის გზა აირჩია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

დღის ამბები