08 ივნისი 2024,   04:46
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია და გლობალური ომის პარტია, ჩვენმა საზოგადოებამ უკვე 8 არჩევნებში გაასამართლა და მათ მიმართ უმკაცრესი ვერდიქტი გამოიტანა - რატი იონათამიშვილი

უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია და გლობალური ომის პარტია, ჩვენმა საზოგადოებამ უკვე 8 არჩევნებში გაასამართლა და მათ მიმართ უმკაცრესი ვერდიქტი გამოიტანა.

მისი თქმით, საზოგადოება ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობას" აკრძალული აქვს ხელისუფლებაში ყოფნა.

"რადიკალური ოპოზიცია და გლობალური ომის პარტია, ჩვენმა საზოგადოებამ უკვე 8 არჩევნებში გაასამართლა და მათ მიმართ უმკაცრესი ვერდიქტი გამოიტანა. ფაქტობრივად, ჩვენი საზოგადოება ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობას" აკრძალული აქვს ხელისუფლებაში ყოფნა. ახლა რაც დარჩათ მათ არის ის, რომ ფსიქოლოგიურ ტერორზე არიან გადასულები და ჩვენ საზოგადოებას ებრძვიან. ამის გამო, ისინი კიდევ უფრო მკაცრად დაისჯებიან ოქტომბრის არჩევნებში და საბოლოო ჯამში, მიზანშეწონილია "ნაციონალურ მოძრაობას" არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასება მოჰყვეს, არამედ სამართლებრივი შეფასებაც მოჰყვეს, ვინაიდან ეს პარტია თავისი დაარსების დღიდან საქართველოს წინააღმდეგ იბრძვის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები