08 ივნისი 2024,   04:47
ვრცლად
როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ არის დამოუკიდებელ ქვეყანაში, როცა ეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა კარგია საფრანგეთში და ცუდია საქართველოში - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე ლოიალურია იმათთან შედარებით, რაც კი არსებობს სხვა ქვეყნებში. მისივე თქმით, თუ მსგავსი კანონები შესაძლებელია არსებობდეს ევროპაში, რატომ არ უნდა იყოს ის საქართველოში.

"ის, რაც სჭირდება თურმე ევროპას, გამჭვირვალობა და უსაფრთხოება, არ სჭირდება საქართველოს, რატომ არის ასეთი მიდგომა, რატომ არის ასეთი ვასალური დამოკიდებულება?! როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც მას ეუბნებიან, რომ გამჭვირვალობა კარგია საფრანგეთში და ცუდია საქართველოში. ეს იმიტომ კეთდება, რომ დაგვამსგავსონ უკრაინის მდგომარეობას.

ქართული კანონმდებლობა გამჭვირვალობასთან დაკავშირებით არის ყველაზე ლოიალური, რაც კი არსებობს," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საფრანგეთში დეპუტატები და სენატორები უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონის ტექსტზე შეთანხმდნენ. დოკუმენტი ითვალისწინებს უცხო ძალის სასარგებლოდ მოქმედი იმ აქტორების რეგისტრაციის ვალდებულებას, რომლებიც გავლენას ახდენენ საფრანგეთის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კანონი აძლიერებს საგამოძიებო საშუალებებს, რომლებიც ხელმისაწვდომია დაზვერვის სამსახურებისთვის. ახალ ტექსტში მოცემულია მუხლი, რომელიც გულისხმობს სასჯელის გაზრდას საკუთრებაზე ან პირებზე თავდასხმისთვის, თუ ეს დანაშაულები ჩადენილია "უცხოური ინტერესების გატარების მიზნით." დანაშაულისთვის, რომელიც ჩვეულებრივ ისჯებოდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, სასჯელი, ექვს წლამდე გაიზრდება. აქამდე 30 წლით თავისუფლების აღკვეთით დანაშაულის ჩამდენს კი უვადო პატიმრობა ემუქრება. გაფართოვდა გავლენის ოპერაციების პოტენციური სამიზნეების სიაც.

დღის ამბები