16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
იცოდა ჩემი ოჯახის წევრების ნომერი, ვაპირებ მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ასევე სასამართლოს - თინა ბოკუჩავა მუქარის შემცველ ზარებზე საუბრობს

საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, გუშინ ღამით, მობილურ ტელეფონზე მუქარის შემცველი ზარი მიიღო. დეპუტატის თქმით, ამასთან დაკავშირებით აპირებს მიმართოს მობილურ ოპერატორებს და სასამართლოს.

"ათობით სხვა ადამიანმა ჩემს გარემოცვაში ასევე მიიღო მუქარის შემცველი ზარი. ამ ადამიანმა იცოდა ჩემი ყველა ოჯახის წევრის ტელეფონის ნომერი. ვაპირებ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მივმართო მობილური ქსელების ოპერატორებს და ასევე მივმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და სასამართლოს", - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ანა ბუჩუკურმაც, რომელიც, მუქარის შემცველ ზარებსა და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს. პასუხად მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზიზღს, აგრესიას და ადამიანების შევიწროვებას სწორედ ოპოზიცია ახალისებს.

"გუშინ ძალადობის მუქარები განახლებული ძალებით განხორციელდა ჩვენი გუნდის პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატებთან, მათ შორის პირადად ჩემთან და ჩემს მშობელთან ჩემთან დაკავშირებული მუქარით, ახალგაზრდებთან და ოჯახის წევრებთან," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური.

დღის ამბები