16 ნოემბერი 2024,   11:43
ვრცლად
მაჭარაშვილის განცხადება საქართველოში ბელორუსიზაციის მცდელობაა, რაც მათ არ გამოუვათ - ნიკა ობოლაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურის საბჭოს წევრის, ნიკა ობოლაძის თქმით, გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის საქართველოში ბელორუსიზაციის მცდელობა, რაც მათ არ გამოუვათ.

"ჯერ ერთი, კანონის განხილვის დროს, ეს ხალხი გამოდიოდა და ამბობდა, რომ სიტყვა აგენტი არის ნეიტრალური სიტყვა და მერე რა მოხდა თუ კანონში წერია, კარგ საქმეებსაც აკეთებენო. მიიღეს კანონი და ახლა მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში იყენებენ. ამბობენ, რომ ყველანი აგენტები არიან და ყველანი დასაკავებლები არიან - ეს არის ბელორუსიზაციის მოხდენის მცდელობა საქართველოში, რაც არ გამოუვათ", - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მმართველმა გუნდმა კანონის გამჭვირვალობაზე მითი თვითონ დაანგრია და მიღებიდან რამდენიმე საათში რეპრესიები დააანონსა.

"მაჭარაშვილების დიქტატურა არ გაიშვას. მითი, ტყუილი და სიყალბე, რასაც ცდილობდა შეესაღებინა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მაინც, რომ ამ კანონის მიზანი რაღაც გამჭვირვალობა იყო, ეს მითიც თვითონ ჩამოანგრიეს და რამდენიმე საათში დააანონსეს რეპრესიები. სწორედ ამიტომ დაარქვა საზოგადოებამ ამ კანონს რუსული და ამ კანონის აღსრულება მიმდინარეობს", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

დღის ამბები