16 ნოემბერი 2024,   12:01
ვრცლად
ჯაშუშები ზიანს აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას და ჯაშუშობა სამართლებრივად უნდა იყოს შეფასებული, რათა სახელმწიფომ შესაბამისი ქმედება განახორციელოს - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ჯაშუშები ზიანს აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას და ჯაშუშობა სამართლებრივად უნდა იყოს შეფასებული, რათა სახელმწიფომ შესაბამისი ქმედება განახორციელოს.

მისი თქმით, 2024-ში საზოგადოება მიიღებს პოლიტიკურ განაჩენს და სამართალი მოემზადება იმისათვის, რომ ქვეყანაში აგენტურა დაუსჯელი არ დარჩეს.

"ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ რეალურად ჯაშუშები ზიანს აყენებენ ქვეყნის უსაფრთხოებას, რა თქმა უნდა, ჯაშუშობა სამართლებრივად უნდა იყოს შეფასებული და შესაბამისი ქმედებაც უნდა განახორციელოს სახელმწიფომ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და არა მხოლოდ სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს დაცული როგორც საზოგადოების, ასევე ქვეყნის უსაფრთხოება და არც ერთ გარე ძალას არ მიეცეს უფლება, რომ ქვეყანა იმართებოდეს გარედან. 2024-ში საზოგადოება მიიღებს პოლიტიკურ განაჩენს და სამართალი მოემზადება იმისათვის, რომ ქვეყანაში აგენტურა დაუსჯელი არ დარჩეს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები