16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
ეს ზიზღი და აგრესია, ადამიანების შევიწროვება, რომელიც ერთმანეთში, მათ რიგებში სრულებით არის წახალისებული, არაფერია თუ არა ფაშიზმი - ნინო წილოსანი მუქარის შემცველ ზარებზე

ბულინგზე და მუქარის შემცველ ზარებზე საუბრობს მმართველი გუნდი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მსგავსი ქმედების ავტორებს ფაშისტებს უწოდებს.

"ფაშისტების მოქმედებებს ვადევნებთ ახლა თვალს ალბათ რაღაც მომენტში. წარსულშიც სწორედ ასე, თითქოს და შეუმჩნევლად ღვივდებოდა და იზრდებოდა ფაშიზმი. ეს ზიზღი და აგრესია, ადამიანების შევიწროვება, რომელიც ერთმანეთში, მათ რიგებში, სრულებით არის წახალისებული, არაფერი არ არის თუ არა ფაშიზმი. არ ერიდები ბავშვებს, არასრულწლოვნებს, ასაკოვნებს, არ ერიდები არანაირ სტანდარტს არ აქცევ ყურადღებას, პირდაპირ საზიზღარი მოწოდებით გამოდიხარ და ფაქტობრივად ახალისებ ფაშიზმს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უნდა იყოს აუცილებლად გამოაშკარავებული", - აცხადებს ნინო წილოსანი.

შეგახსენებთ, რომ მუქარის შემცველი ზარების შესახებ საუბრობს თავის მხრივ ოპოზიციაც. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას, ასევე პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებებით, მუქარის შმცველი ზარები განხორციელდა პირადად მათი და მათო ოჯახის წევრების ტელეფონებზე.

დღის ამბები