16 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
საგარეო უწყებაში ლიეტუვის ელჩი დაიბარეს - რა განცხადება გააკეთა დიპლომატმა სამინისტროს დატოვების შემდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრიუს კალინდრა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით ლიეტუვის მხარის პოზიციასა და ქმედებებთან დაკავშირებით დაიბარეს.  

საქართველოს მხარემ ელჩს განუმარტა, რომ ლიეტუვის ოფიციალური პირების მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები, ისევე, როგორც საპროტესტო აქციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა, ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის დაბარება, წარმოადგენს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევას და არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.  

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პოზიტიურ დღის წესრიგში დაბრუნების იმედი და გამოითქვა მზაობა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგზე მუშაობა.

"წელს ლიეტუვა და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ასე რომ ყოველ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროში ვსაუბრობთ როგორ გავაღრმავოთ ეს პარტნიორობა დღეს," - განაცხადა ლიეტუვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრიუს კალინდრამ სამინისტროს დატოვების შემდეგ მედიასთან.

 

 

დღის ამბები