ორმა თვემ და საბოლოოდ, რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ პოზიციამ დაგვანახა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, მეორე მხარეს დგანან ოპოზიცია და მათი მოკავშირე "ენჯეოები" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, "ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
"ამ საკითხის სამართლებრივ განზომილებაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ამ საკითხის მორალურ, ეთიკურ და პოლიტიკურ განზომილებაზე კი, უკვე შეგვიძლია, ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. ორმა თვემ და საბოლოოდ, რადიკალური ოპოზიციისა და მათი მოკავშირე „ენჯეოების“ პოზიციამ დაგვანახა, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხის ინტერესი, რომელსაც წარმოადგენს "ქართული ოცნება" და მეორე მხარეს დგანან ოპოზიცია და მათი მოკავშირე „ენჯეოები“, რომლებიც უცხო ქვეყნების ინტერესში მოქმედებენ, ეს არის ფაქტი.
გამწარებული არიან და სიტყვა ღალატი უნდათ, როგორმე ბევრჯერ თქვან, რადგან თავიანთ ღალატს თვითონ ხვდებიან. ამ გადაწყვეტილებებით უკვე თავიანთ ღალატში არიან ჩაჭედილი. დაგვანახეს, რომ არიან უცხო ქვეყნების და არა საქართველოს მხარეს. ცდილობენ ამის სხვებზე პროექცირებას. სინამდვილეში, ჩვენ ამ პროცესში ვნახეთ ჯგუფი „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის, რომელიც 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები არიან. ახლა უნდათ, რომ წინ წამოუძღვნენ უცხო ქვეყნების სანქციებს და რაიმენაირად ცეცხლი გამოიწვიონ საქართველოზე. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უცხო ქვეყნის ჯარსაც შემოუძღვებოდნენ, როგორც ორჯონიკიძე შემოუძღვა მაშინ მე-11 არმიას. მაშინ ისიც ამას ამბობდა, პროგრესული ვარ და პროგრესი შემომაქვს საქართველოშიო. ასე ჰქონდა წარმოჩენილი. ზუსტად იგივე ორჯონიკიძეები არიან 21-ე საუკუნისა, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ უცხო ქვეყნების ინტერესებში.
შევხედოთ ფაქტებს, კანონი რას შეეხება, შეეხება უცხო ქვეყნების გავლენის საკითხებს. შესაბამისა, ის, ვინც მხარს არ უჭერს უცხო ქვეყნების ფინანსების გამჭვირვალობას, რას უჭერს მხარს – გაუმჭვირვალობას, ბუნდოვანებას და იმას, რომ ეს გავლენები საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფარულად ხორციელდებოდეს საქართველოში. ანუ დგას უცხო ქვეყნების ინტერესის მხარეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ვინც არ უნდა იყოს უცხო ქვეყანა, რაც არ უნდა პარტნიორი და მეგობარი იყოს, საქართველოს ერთადერთი, მთავარი მეგობარი არის ქართველი ხალხი, სხვა დანარჩენი ყველა ქვეყანა არის უცხო ქვეყანა“.
"ჩვენი ერთადერთი მთავარი სამოძრაო ინტერესი ქართველი ხალხის ინტერესია, დანარჩენი ხალხების ინტერესი არის მათი ქვეყნების საფიქრალი და წარმოსადგენი და არა იქიდან დაფინანსებული „ენჯეოების“ გასატარებელი. ამიტომ, ეს არის, რომ, საერთო ჯამში, არეული აქვთ თავისი ორიენტაცია. დაბადებით არიან ქართველები, საქართველოს მოქალაქეები და დგანან უცხო ქვეყნებისა და ჯგუფების სამსახურში, ეს არის ფაქტი. მათ შორის ერთ-ერთმა დაადასტურა კიდეც. გახსოვთ, ხატია დეკანოიძე, რომელსაც შევახსენე, რომ ის ფორმალურადაც კი უცხო ქვეყნის სამაახურში იყო ჩამდგარი. სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, სამსახურზე გაყიდა ქართული პასპორტი. შემდეგ დაბრუნდა. გახსოვთ მისი დაქადნებები, რომ მუშაობდა უკრაინისა და აშშ-ის სამსახურებთან, რათა საქართველოზე გამოეწვია სანქციები. ასე რომ, რიგ შემთხვევებში, წამოცდენებიც აქვთ ხოლმე, რომ უცხო ქვეყნებზე მუშაობენ და ეს არის ფაქტი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.