16 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ჯო ბაიდენმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის ახალი წინადადება წარადგინა

ომი გრძელდება ახლო აღმოსავლეთში, გაეროს სურსათის სააგენტოს ინფორმაციით ღაზას ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კატასტროფაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ისრაელის ახალი წინადადება ანკლავში ზავის შესახებ, ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" წარედგინა და ეს "საგზაო რუკაა გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ყველა მძევლის გათავისუფლებისკენ." ჯო ბაიდენის განცხადებით, დროა ომი დასრულდეს.

"დღეს "ჰამასს" აღარ შეუძლია მოაწყოს შვიდი ოქტომბერი. ეს ამ ომში ისრაელის ერთ-ერთი მთავარი მიზანია და გულახდილად ვიტყვი, რომ ეს სამართლიანია. ვიცი, რომ ისრაელში არიან ისეთებიც, ვინც ამ გეგმას არ ეთანხმება და ომის უსასრულოდ გაგრძელებისკენ მოუწოდებს, ზოგიერთი მთავრობის წევრიც კი არის. მათთვის მძევლების გათავისუფლება არაა პრიორიტეტი. ჩვენ არ ვცნობთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შუამდგომლობას ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერების გაცემის შესახებ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ორდერები, ისრაელსა და "ჰამასს" შორის არავითარი ეკვივალენტი არ არსებობს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ წაყენებული ბრალდების საწინააღმდეგოდ ვაცხადებ, რომ რაც ღაზაში ხდება, გენოციდი არ არის," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

დღის ამბები