16 ნოემბერი 2024,   15:05
ვრცლად
ძალადობრივი არცერთი ფორმა, მოვლენების რადიკალიზაცია არ არის მისაღები და ეს არის ის, რასაც მკაცრად ვემიჯნებით - მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მომხდარ ინციდენტზე შეფასება გააკეთა და განაცხადა, რომ არცერთი ძალადობრივი ფორმა არ არის მისაღები:

"ძალადობრივი არცერთი ფორმა, მოვლენების რადიკალიზაცია არ არის მისაღები და ეს არის ის, რასაც მკაცრად ვემიჯნებით. ეს არ არის მისაღები არცერთი მიმართულებით, ვინც არ უნდა იყოს მოქმედი მხარე, დაზარალებული თუ აგრესორი, რომელიც მიმართავს კანონგარეშე აგრესიულ ფორმებს მაგრამ, რადგან ორივე მხარეს ვამბობთ, სამწუხაროდ, ოპოზიცია და უფრო საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას აქტიურად ეწევა. მათ შორის, როდესაც ხდება საჯაროდ გავრცელება გარკვეულ სივრცეებში ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის, მარტო იმიტომ, რომ ეს ხალხი მოაქციონ ბულინგში. ეს დაუშვებელია, მიუღებელია და მინდა, ვთხოვო ყველას, ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რათა კიდევ უფრო არ ჰქონდეს შემდგომი გამწვავება ამ ყველაფერს," - აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე. 

ღამით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. 

დღის ამბები