16 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
"ჩემი შენ გითხარიო", ეს არის გურამ მაჭარაშვილის მოწოდება, თავად არიან ჯაშუშები - ლაშა ფარულავა

"ხალხის ძალის" დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის სკანდალურ ინიციატივაზე ოპოზიციაში შეფასებები გრძელდება. ოპოზიცია მაჭარაშვილის ინიციატივას დაანონსებულ რეპრესიებს უწოდებს.

"ერთადერთი ძალა, ივანიშვილის პარტია, არის რეჟიმი, რომელმაც კონსტიტუციური ჩარჩოები ფაქტობრივად გაარღვია, კონსტიტუცია დაარღვია და მიიღო რუსული კანონი. "ჩემი შენ გითხარიო" - ეს არის გურამ მაჭარაშვილის მოწოდება, თავად არიან ჯაშუშები," - განაცხადა ენმ-ის წევრმა, ლაშა ფარულავამ.

"გირჩის" წევრის, ჰერმან საბოს შეფასებით კი, "რა შუაშია კანონზე პოზიციის დაფიქსირება ან თუნდაც სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ვიღაცაზე აზრის გამოთქმა, ჯაშუშობასთან."

ცნობისთვის, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, ჯაშუშობის მუხლით, ყველა იმ პირის პირდაპირ ეთერში გასამართლებას ითხოვს, რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას აპროტესტებს.

დღის ამბები