"სტუდფესტი 2024" - მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში მოხალისეობის კონკურსი იმართება, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების გუნდები მონაწილეობენ.
ამჯერად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პროექტი - "ერთიანობის იმედი" განახორციელეს. სტუდენტები ერთ-ერთ საოჯახო ტიპის სახლს ესტუმრნენ, ბენეფიციარებს რამდენიმე დღე გაულამაზეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.