ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას "ქართული ქარტიის" შექმნისა და ოპოზიციური პარტიების აღნიშნულ ქარტიასთან მიერთების შესახებ.
მისი თქმით, რთულია იმის გაგება, სადამდე მისცა ზურაბიშვილმა პარტიებს ქარტიასთან მისაერთებლად ვადა, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციურ სპექტრში ჯერ ამ საკითხზე არაფერი ისმის.
"პ(რეზიდენტის) ჩიქორთული ქართულიდან რთულია გაიგო, სადამდე მისცა მან პარტიებს ვადა ე.წ. "ქართულ ქარტიასთან" უფრო სწორად კი "აგენტურის ქარტიასთან" მისაერთებლად? 1 ივნისი თუ 1 ივლისი? ჯერჯერობით პარტიების ჩამიჩუმი არ ისმის", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.