27 ივნისი 2024,   00:00
ვრცლად
ბაიდენმა არ ახსენა მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სამეტაპიანი გეგმის მეორე ეტაპზე ისრაელი არ დათანხმდა ომის დასრულებას, არამედ მხოლოდ მისი დასრულების განხილვას - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბაიდენმა არ ახსენა მნიშვნელოვანი დეტალი, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმის მეორე ეტაპზე ისრაელი არ დათანხმდა ომის დასრულებას, არამედ მხოლოდ მისი დასრულების განხილვას, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასულ კვირას ღაზის სექტორში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამეტაპიანი გეგმა წარადგინა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ეს არის შეთანხმება, “რომელიც ყველა მძევალს სახლში დააბრუნებს, უზრუნველყოფს ისრაელის უსაფრთხოებას, შექმნის უკეთეს დღეს ღაზაში “ჰამასის“ გარეშე და შექმნის საფუძველს პოლიტიკური მოგვარებისთვის, რომელიც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს ისრაელელებისთვისაც და პალესტინელებისთვისაც“.

“ბაიდენმა არ ახსენა მნიშვნელოვანი დეტალი, რომ მეორე ეტაპზე ისრაელი არ დათანხმდა ომის დასრულებას, არამედ მხოლოდ მისი დასრულების განხილვას. რას ნიშნავს განხილვა? ჩვენ მხოლოდ ჩვენი პირობებით განვიხილავთ ამას,“ - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

“მიუხედავად იმისა, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, მძევლების რაოდენობა, რომლებიც პირველ ეტაპზე გათავისუფლდებიან, ჯერ არ არის შეთანხმებული. გარიგება ბევრ დეტალს მოიცავს და ომი არ დასრულდება ისე, რომ არ მივაღწიოთ ყველა ჩვენს მიზანს. ჩვენ არ დავთმობთ აბსოლუტურ გამარჯვებას. ჩვენ შეგვიძლია ომი 42 დღით შევაჩეროთ მძევლების დაბრუნების მიზნით. ჩვენ ვერ შევწყვეტთ ომს. ირანელები, ჩვენი მტრები გვიყურებენ, მათ უნდათ დაინახონ, დავნებდებით თუ არა,“-აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

დღის ამბები