29 სექტემბერი 2024,   03:33
ვრცლად
უახლოეს მომავალში თეთრი სახლი არ გეგმავს ზოგადი მიდგომის შეცვლას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმას ეხება - ჯონ კირბი

უახლოეს მომავალში თეთრი სახლი არ გეგმავს მისი ზოგადი მიდგომის შეცვლას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით თავდასხმას ეხება. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკული მხარე გააგრძელებს უკრაინასთან ამ საკითხზე მსჯელობას. კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ არ გააკეთებს განცხადებას, ვიდრე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის რუსეთზე თავდასხმის კონტექსტში.

თეთრი სახლის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამერიკა ცვლის და ავითარებს მხარდაჭერას კიევისთვის, ბრძოლის ველზე სიტუაციის განვითარების შესაბამისად.

“მე არ ველოდები, რომ ეს ზოგადი მიდგომა შეიცვლება უახლოეს კვირებსა და თვეებში. შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – თქვა კირბიმ.

როგორც თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი აცხადებს, ამერიკა აგრძელებს მჭიდრო კონტაქტს უკრაინულ მხარესთან, რათა ეფექტურად უზრუნველყოს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებები ბრძოლის ველზე.

დღის ამბები