08 ივნისი 2024,   09:37
ვრცლად
ეს არის ერთობა, მაგრამ არა ერთიანობა, არ არის აქ ლაპარაკი არანაირ ერთიან სიაზე - მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტის ქარტიაზე

სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ქარტიასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა ოპოზიციურ სპექტრში.

პოლიტიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ამომრჩეველმა იცოდეს, რას გააკეთებენ პარტიები არჩევნების შემდეგ.

"ეს არის ერთობა, მაგრამ არა ერთიანობა. არ არის აქ ლაპარაკი არანაირ ერთიან სიაზე. ეს არის ეროვნული და ევროპული ნიშნით, იმიტომ, რომ ჩემთვის ეს ერთი და იგივეა, გაერთიანება," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

დღის ამბები