08 ივნისი 2024,   09:37
ვრცლად
კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერად ვერ წამოაყენებდნენ ვერავის თუ არა სალომეს, რომელსაც განსხვავებით სხვებისგან, სისხლში არ აქვს ხელი გასვრილი - გიორგი ვოლსკი

"ომის ქარტია" - ასე უწოდებს სახელისუფლებო გუნდი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ქარტიით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები არიან ერთნი და კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენენ.

"ეს ქარტიაც თვალთმაქცურია, იმიტომ, რომ არაფერს ახალს არ გვეუბნება გარდა იმისა, რომ იმეორებს იმ რეალობას, რაც ყველამ ვიცით. არსებობს კოლექტიური "ნაცმოძრაობა", კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერად ვერ წამოაყენებდნენ ვერავის თუ არა სალომეს, რომელსაც განსხვავებით სხვებისგან, სისხლში არა აქვს ხელი გასვრილი", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები