დაპირისპირება და უერთიერთბრალდებების სერია ქართულ პოლიტიკაში გრძელდება. ოპოზიცია გაზრდილ პოლარიზაციაში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. შექმნილ ვითარებაში თავის მხრივ ოპოზიციას სდებს ბრალს "ქართული ოცნებაც".
მათი განმარტებით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ იძალადონ ყველაზე, ვინც მათ მავნებლურ იდეებს არ იზიარებს.
"ხელმოცარული და სასოწარკვეთილი რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ იძალადოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ყველაზე, ვინც მათ მავნებლურ და მზაკვრულ აზრებსა და იდეებს არ იზიარებს და ითვალისწინებს. სიძულვილი ბუმერანგივით ბრუნდება უკან და რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ერთადერთს მიიღებენ, პოლარიზაცია გაზარდეს რადიკალურ ოპოზიციაში, ასევე ძალადობას გაზრდიან საკუთარ თავებში", - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.