"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ის, რომ რადიკალურ ოპოზიცია საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, გასაკვირი არ არის, მაგრამ აქ ცუდი არის ის, რომ თავად გერმანიის ელჩი არის ამ პროცესში ჩართული.
მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მონური ფსიქოლოგიის მტკიცებულებები ყოველდღე უფრო ნათელი ხდება.
"ის, რომ რადიკალურ ოპოზიცია საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, სამწუხაროდ, არ არის გასაკვირი, მაგრამ აქ ცუდი არის ის, რომ თავად გერმანიის ელჩი არის ამ პროცესში ჩართული, როდესაც მან გადააზიარა გერმანიის სახელმწიფოს ხელმძღვანელის პოსტი, რომელიც ეხებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხს, ამ შემთხვევაში, გერმანიაში არსებულ პროცესებს და საერთოდ არ იყო შემხებლობაში საქართველოსთან.
რაც შეხება რადიკალურ ოპოზიციას, ყოველ დღე ჩნდება მათი მონური ფსიქოლოგიის მტკიცებულებები, რომ ნახეთ შოლცმა რა თქვა, ჯერ ერთი ეს არ თქვა და სხვა რამეს ეხებოდა, ნახეთ სენატორმა რა თქვა, ნახეთ ევროპარლამენტარმა რა თქვა, ეს არის დასანახი, რომ რადიკალური ოპოზიციის წყარო არის უცხოეთი და არა საქართველოს საზოგადოება. აქ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხაროა, რომ ამ პროცესში გერმანიის ელჩი არის ჩართული. ვიმედოვნებ, რომ ის განმარტებებს გააკეთებს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.