08 ივნისი 2024,   12:21
ვრცლად
საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს

საქსტატი მოსახლეობის საყოველთაო აღწერას იწყებს. პირველ ეტაპზე ამოქმედდება სპეციალური ვებპორტალი, რომელიც მოსახლეობას თვითრეგისტრაციის შესაძლებლობას მისცემს.

მომდევნო ეტაპზე, საქსტატის თანამშრომლები საქართველოს მასშტაბით კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას გამოჰკითხავენ.

საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან დაიწყება და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად, უწყება დაგეგმილი სამუშაოებისთვის, 11 000 პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

დღის ამბები