16 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
ადამიანის უფლებები უნდა იყოს მკაცრად დაცული განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს საფრთხეებს და საკითხების მოწესრიგება პრინციპულად მნიშვნელოვანია - პრემიერი

"ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი საკითხისა, არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტის შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტი საკითხს ბოლომდე მიიყვანს.

"პირველ რიგში, ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს მომავალშიც ბუნებრივია დაცული, ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას - პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას.

მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი საკითხისა არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს კონკრეტულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები