16 ნოემბერი 2024,   13:50
ვრცლად
"თუ ისეა სანქციები მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ და ამგვარი ფორმატის სანქციები თუ არსებობს, მაშინ შეიძლება მივიღეთ, რადგან ჩვენ მსგავსი არაფერი მიგვიღია" - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხი ძალის" წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მათ სანქციებთან დაკავშირებით არავითარი შეტყობინება არ მიუღიათ.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომელიც ოპოზიციამ გაავრცელა, ტყუილია:

"ოპოზიციას არაერთხელ მოვუწოდე, რომ ეს შავი სიზმრები და შავი ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მიემართათ ნაკურთხი წყლისთვის. მაგრამ მათ ეშინიათ ნაკურთხი წყლის და ამიტომ გაგრძელდა შავი სიზმრები, მერე გაიღვიძეს და მეილები შეამოწმეთო. კიდევ ვიმეორებ, თუ ისეა სანქციები ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, ამგვარი ფორმატის სანქციები თუ არსებობს, მაშინ შეიძლება მივიღეთ, რადგან ჩვენ მსგავსი არაფერი მიგვიღია. ერთადერთო რა მესიჯიც არის, არის ის, რომ შემდგომ ურთიერთობები თანაბარი ურთიერთობების ფორმატში უნდა გავაგრძელოთ," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები