16 ნოემბერი 2024,   14:09
ვრცლად
დეზინფორმაციის გავრცელებას გერმანიის ელჩმაც შეუწყო ხელი, რაზეც ვფიქრობ, რომ გერმანიასაც უნდა ჰქონდეს პოზიცია - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ვინც ამბობდა, რომ გერმანიის კანცლერის განცხადება საქართველოს მიმართ იყო გაკეთებული, დეზინფორმაციას ეწეოდა.

მისი თქმით, დეზინფორმაციის გავრცელებას გერმანიის ელჩმაც შეუწყო ხელი, რაზეც გერმანიის ხელისუფლებამაც უნდა დააფიქსიროს პოზიცია.

"ის სააგენტოები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამას აზიარებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ეს საქართველოს მიმართებით თქვა და მტკიცებით ფორმაში ამბობდნენ ამას, რეალურად დეზინფორმატორები იყვნენ. ამავდროულად, მათ საკუთარი თავის ლუსტრაცია განახორციელეს. ცალკე საკითხია, რომ ამ ყველაფერს გერმანიის ელჩმაც შეუწყო ხელი, რაზეც ვფიქრობ, რომ გერმანიასაც უნდა ჰქონდეს პოზიცია", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები