მმართველი გუნდის წევრების უარყოფის მიუხედავად, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გარკვეულმა პირებმა აშშ-ის სავიზო შეზღუდვების შესახებ შეტყობინებები მიიღეს.
როგორც თინათინ ბოკუჩავა აღნიშნავს, უახლოეს მომავალში ფინანსურ სანქციებსაც ვიხილავთ:
"გარკვეულმა პირებმა, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა, უკვე მიიღეს შეტყობინება იმასთან დაკავშირებით, რომ მათი არსებული ვიზები აღარ არის ვალიდური, ეს არის სამოგზაურო შეზღუდვა. როგორც მე ვიცი, ამგვარი შეზღუდვა ასევე მათ ოჯახის წევრებს შეეხება. ასევე უახლოეს მომავალში ვნახავთ ფინანსურ სანქციებსაც და სწორედ ამაზე საუბრობდა მილერი", - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა.