16 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
იგივე პრობლემა შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტის რეზიდენციასაც, რაც ბატონი შალვას ფანჩატურს ჰქონდა, ის, რომ ბოლოს განსხვავებული აზრის მთქმელი არავინ იყოს - იაგო ხვიჩია

პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოაწერა 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩია აფასებს. დოკუმენტს ამ ეტაპზე ხელს არ აწერენ "გირჩი" და გახარიას გუნდი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ქარტიის ხელმომწერთა შორის, განსხვავებული აზრის წარმომთქმელი არავინ იყოს.

"ჩვენთვის ცუდად დამთავრდა ბოლოს, ყველას ვეჩხუბეთ და გამოგვაგდეს იქიდან. აქედან გამდინარე, ჩვენ ბოლომდე მადლობლები ვერ დავრჩით ბატონი შალვასი, რომ როგორც მასპინძელმა არ დაგვიცვა სათანადოდ, იმიტომ, რომ ჩვენ განსხვავებულ აზრს ვაჟღერებდით იქ. აქედან გამომდინარე, იგივე პრობლემა შეიძლება ჰქონდეს პრეზიდენტის რეზიდენციასაც, რაც ბატონი შალვას ფანჩატურს ჰქონდა, ის, რომ ბოლოს განსხვავებული აზრის მთქმელი არავინ არ იყოს და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტონ, როგორც "ქართული ოცნება" არის ჩაკეტილი საკუთარ ნაჭუჭში," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები