16 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
გამომძიებელს არ უშვებენ პროცედურების ჩასატარებლად და იქით საყვედურობენ, თითქოს ვინმე გამოძიებას არ ატარებს - დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დაზიანების შესახებ

"ხალხის ძალის" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ელჩებთან შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც პარტიის წევრებმა დიპლომატებს ოფისის დაზიანების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში არ შეუშვეს ადგილზე მისული გამომძიებელი და მათ ადანაშაულებენ იმაში, რომ გამოძიებას არ აწარმოებენ.

"ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მაგრამ, როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთებს ელჩებს, ჯობია, რომ შეავსონ საინფორმაციო ველიც და საკუთარი წარსულიც უამბონ ელჩებს, თუ რა ძალადობრივი წარსულით ფიგურირებდნენ ისინი ქართულ პოლიტიკაში.

ისინი ძალადობდნენ, როდესაც პოზიციაში იყვნენ და ისინი ძალადობენ, როდესაც ოპოზიციაში არიან. ასევე, მექნებოდა სურვილი, რომ ელჩებმაც ობიექტურად შეაფასონ, თუმცა ის, რაც ოფისში მოხდა, ამას სჭირდება გამოძიება.

"ნაციონალური მოძრაობისთვის" მახასიათებელია ძალადობა და ძალადობის ფორმაა, როცა გამომძიებელს არ უშვებენ პროცედურების ჩასატარებლად და იქით საყვედურობენ, რომ თითქოს ვინმე გამოძიებას არ ატარებს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები