საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი დირექტივებს უცხოეთიდან იღებს.
"ის, რომ ზურაბიშვილი ინსტრუქციას იღებს უცხოეთიდან, ეს უკვე მან დაადასტურა. როგორც ჩანს, ახლაც მიიღო შემდგომი ინსტრუქცია და უთხრეს, სალო გეყოფა ევროტურები, ახლა შექმენი ფანჩატურები. ის ბედი ექნება ათონელის ფანჩატურს, რა ბედიც ჰქონდა შალიკოს ფანჩატურს", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.