16 ნოემბერი 2024,   14:02
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა. ინფორმაციას მმართველი პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, იმჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე.

პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

დღის ამბები