16 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
საზოგადოების დაკვეთა არის ძალიან მაღალი და აქტუალური ამ მიმართულებით - რატი იონათამიშვილი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტებზე

"ქართული ოცნების" წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონპროექტების დაინიცირება საზოგადოების დაკვეთაა, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

მისივე თქმით, აღნიშნულ ინიციატივებს საჯარო განხილვებისას საზოგადოების სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

"საჯარო-საყოველთაო განხილვებზე საზოგადოების სრული მხარდაჭერა ჰქონდა ამ ინიციატივას. საზოგადოების დაკვეთა არის ძალიან მაღალი და აქტუალური ამ მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომლის განხილვასაც მიმდინარე სასესიო სეზონში დავიწყებთ," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი ეხება 8 საკითხს, მათ შორის ქორწინებას, შვილად აყვანას, სქესის შეცვლის პროცედურებს, ლგბტ პროპაგანდას და სექსუალური უმცირესობების შეკრებას. პრემიერის განცხადებით, პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება პრინციპულად მნიშვნელოვანია და ერთმანეთისგან მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა.

 

დღის ამბები