16 ნოემბერი 2024,   14:08
ვრცლად
ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

"მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება. პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების უკეთეს შესაძლებლობას მისცემს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე, მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის სამინისტროებში იმყოფებოდა.

დღის ამბები