"სავარაუდოდ, გამოჩნდება ის, რისიც ძალიან ეშინია "ნაციონალურ მოძრაობას" და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - რომ ეს არის მოძალადეთა პარტია, კრიმინალური სინდიკატი,"- ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მომხდარ ინციდენტთან და მის ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გააკეთა.
მისივე თქმით ის, რომ ოპოზიციური პარტია ვიდეოს სრულად არ აქვეყნებს, იმაზე მიუთითებს, რომ მათ ინტერესებში ეს არ არის და რაღაც აქვთ დასამალი.
"თვითონ "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესში უნდა იყოს ვიდეოების გასაჯაროება, რათა სრული სურათის შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია ჩვენს საზოგადოებას. როდესაც ისინი საპირისპიროდ იქცევიან და, ფაქტია, მალავენ ამ კადრებს, ეს იმას ნიშნავს რომ, როგორც ჩანს, მათ აქვთ დასამალი და მათ ინტერესში არ არის ამ ვიდეოების ჩვენება.
სავარაუდოდ, გამოჩნდება ის, რისიც ძალიან ეშინია "ნაციონალურ მოძრაობას" და რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით - რომ ეს არის მოძალადეთა პარტია, კრიმინალური სინდიკატი და ამისი ტირაჟირება მათ აფრთხობთ,"- აცხადებს რატი იონათამიშვილი.