29 სექტემბერი 2024,   03:09
ვრცლად
93 წლის რუპერტ მერდოკი მეხუთედ, რუსი ოლიგარქის ყოფილ ცოლზე დაქორწინდა

93 წლის მედიამაგნატი, მილიარდერი რუპერტ მერდოკი მეხუთედ დაქორწინდა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აქვეყნებს.

მერდოკის რჩეული 67 წლის რუსი ბიოლოგი, ოლიგარქ რომან აბრამოვიჩის ყოფილი სიდედრი და ასევე ოლიგარქ ალექსანდრე ჟუკოვის ყოფილი მეუღლე, ელენა ჟუკოვაა. წყვილმა ქორწილი კალიფორნიაში, მერდოკის მამულში შაბათს გადაიხადა.

ინფორმაცია რუპერტ მერდოკის მორიგი ქორწინების შესახებ მისმა კორპორაციამ, News.Corp-მა ოფიციალურად დაადასტურა.

დღის ამბები