28 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია - პროექტები, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება

საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მცირე ჩამონათვალია, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

შენდება 75 ბავშვზე გათვლილი, პირველი ქართული ბაღი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის პირველ, მეორე და მესამე საბავშვო ბაღებს.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ეწყობა ცენტრალური და შიდა სასოფლო საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ჯამური ღირებულებაც 5 მლნ ლარია.

დღის ამბები