28 სექტემბერი 2024,   03:13
ვრცლად
კახეთი ეთნოსპორტის საბრძოლო ხელოვნების პირველ ფესტივალს მასპინძლობს

კახეთი ეთნოსპორტის საბრძოლო ხელოვნების პირველ ფესტივალს მასპინძლობს. “ეთნოჯორჯია 2024“ ლევან მეფის ისტორიული ციხე-სიმაგრის გალავნის ტერიტორიაზე, გაიმართა.

ფესტივალში მონაწილეობდა ევროპისა და აზიის ექვსი ქვეყანა - ნორვეგია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, იაპონია და თურქეთი.

გახსნის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს ჰიმნი. გაიმართა ქართული იარაღის, სამზარეულოსა და ღვინის პრეზენტაცია. ჩატარდა ქართული ჭიდაობისა და ხრიდოლის საჩვენებელი ორთაბრძოლებიც. ღონისძიება კი გალაკონცერტით დასრულდა.

დღის ამბები