16 იანვარი 2025,   23:06
ვრცლად
ზელენსკის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი დაიბარეს. მიზეზი ზელენსკის განცხადებაა, რომელმაც ინდოეთის პრემიერი გააკრიტიკა. ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინდოეთმა ასევე გადადო კულტურის სფეროში უკრაინა-ინდოეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

ზელენსკიმ, ინდოეთის პრემიერი რუსეთში ვიზიტისა და პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა, მან თქვა, რომ ეს ნაბიჯი "დიდ იმედგაცრუება და სამშვიდობო ძალისხმევისთვის დიდი დარტყმაა".

დღის ამბები