20 სექტემბერი 2024,   20:14
ვრცლად
რუსეთის სამიზნე კიდევ ერთი კლინიკა გახდა

რუსეთის სამიზნე კიდევ ერთი კლინიკა გახდა - ამჯერად, იერიში ხარკოვზე მიიტანეს. ქალაქის ცენტრში მდებარე საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მაშველები, ხანძრის ქრობის პარალელურად, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ამ დროისთვის, ვრცელდება ინფორმაცია ორი დაჭრილის შესახებ.

რუსეთის არმიამ უკრაინაზე კომბინირებული ავიაშეტევა განახორციელა. როგორც უკრაინის გენშტაბი აცხადებს, კიევის ოლქის მიმართულებით ოკუპანტმა "ისკანდერის" ტიპის ოთხი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. დარტყმები რუსეთის ვორო-ნეჟის ოლქიდან განხორციელდა.

ამას გარდა, აზოვის ზღვის აკვატორიიდან უკრაინას ორი საავიაციო რაკეტით შეუტიეს. ანექსირებული ყირიმის ტერიტორიიდან კი რუსეთის ძალებმა შაჰედის ტიპის 16 დრონი გაუშვეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, თავდასხმის ნაწილის მოგერიება უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეძლეს.

დღის ამბები