17 სექტემბერი 2024,   01:57
ვრცლად
"გორბის" კვლევაზე ბევრი უნდა ვიცინოთ - გრიგოლ გეგელია

საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - აღნიშნული კვლევის შედეგებს "გორბი" აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემებით, "ქართულ ოცნებას" 59.3% აქვს. "ნაციონალური მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთობას 13.1%. "ლელოს" კოალიცია - 5.8%. "ახალი", "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ხუთ ნახევარი პროცენტი. ამ გამოკითხვის შედეგებით, სხვა პარტიები ბარიერს ვერ ლახავენ.

კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა - გამოკითხვის პერიოდი 24 ივლისიდან 4 აგვისტოა, რესპონდენტების რაოდენობა 1700, ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

კვლევას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ოპოზიციას "გორბის" არ სჯერა. პარტია "ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ კვლევის შედეგების არ სჯერა.

"გვახსოვს "გორბის" არაერთი კვლევა, რომელიც, დაახლოებით, 20%-ით არასწორი იყო, იმ პრაქტიკასთან, რომელიც შემდგომ განვითარდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ "გორბის" კვლევაზე ბევრი უნდა ვიცინოთ. "ქართული ოცნების" განწირულ რეჟიმზეც, რომელიც ასეთ კვლევებს წერს, ძალიან ბევრი უნდა ვიცინოთ", - განაცხადა გრიგოლ გეგელია.

გეგელიას მსგავსად, "გორბის" კვლევების არ სჯერა პარტია "საქართველოსთვის" წევრს, ბექა ლილუაშვილს. მისი თქმით, მმართველი გუნდი, ამ ფორმით, ცდილობს, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, ხოლო მათი რეიტინგი, რეალურად, 30%-ზე დაბალია.

"ქართული ოცნება", რეალურად, არის 30%-ზე ქვემოთ და ისინი ცდილობენ, ამ ე.წ. კვლევით, მანიპულაცია მოახდიან საზოგადოებრივ განწყობებსა და აზრზე. ეს არის მთელი ანატომია, ამ ე.წ. საზოგადოებრივი აზრის და იქ დახატული ციფრების. ჩვენი რეიტინგი არის ორნიშნა, მზარდი და მაღალი", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დღის ამბები