17 სექტემბერი 2024,   03:55
ვრცლად
თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია. დააგეს ასფალტის ახალი საფარი, მოაწყვეს ტროტუარები და პანდუსები.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი და მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნენ. იოსელიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია. რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 400 ათასი ლარი გამოიყო.

დღის ამბები