07 სექტემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ღაზაში, 10-თვიანი ომის პერიოდში, 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა - უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან - ჯანდაცვის სამინისტრო

ღაზაში, 10-თვიანი ომის პერიოდში, 40 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

"მას შემდეგ, რაც ისრაელმა "ჰამასის" წინააღმდეგ ომი დაიწყო, ღაზის სექტორში 40 000-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს" - აღნიშნულია ანკლავის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში, ღაზაში 40 ადამიანი დაიღუპა, რის შედეგადაც 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულთა საერთო რაოდენობა 40 005-ს გაუტოლდა.

ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.

 

წყარო: CNN

დღის ამბები