27 სექტემბერი 2024,   08:11
ვრცლად
თვითმფრინავების შეჯახების შედეგად აშშ-ში პილოტი დაიღუპა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ორი მცირე ზომის თვითმფრინავის შეჯახების შედეგად, ერთი პილოტი დაიღუპა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავები ერთმანეთს ჰაერში შეეჯახნენ, რის შემდეგაც ერთი თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის ოლქში, გამზირ F-ზე, 47-ე ქუჩაზე ავარიულად დაეშვა, მეორე კი გამზირ G-ზე, მე-60 ქუჩაზე დაეშვა.

შემთხვევის შედეგად ერთი პილოტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ტრავმების გარეშე გადარჩა.

შეჯახების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები