27 სექტემბერი 2024,   08:15
ვრცლად
სან-პაულოში, საფეხბურთო კლუბის დირიჟაბლი საცხოვრებელ სახლებს დაეცა (ვიდეო)

ბრაზილიაში, სან-პაულოში, დირიჟაბლი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დაშავებული საფრენი ხომალდის პილოტია. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.

დირიჟაბლი საფეხბურთო კლუბ "სან-პაულოს" მიერ სარეკლამო კამპანიისთვის იყო დაქირავებული და სატესტო ფრენას ასრულებდა, რა დროსაც ჩამოვარდა.

სახანძრო სამსახურის ცნობით, საჰაერო ხომალდი კარაპუიბას მუნიციპალიტეტიდან მოფრინავდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები