27 სექტემბერი 2024,   11:25
ვრცლად
თუ პრეზიდენტი ორ ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს ამ კანონს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე - რატი ბრეგაძე ამნისტიის კანონის შესახებ

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ვისი ხელმოწერით შევა ძალაში კანონპროექტი ამნისტიის შესახებ.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გაურკვეველია რატომ აჭიანურებს პროცესს სალომე ზურაბიშვილი.

რატი ბრეგაძის თქმით, თუ პრეზიდენტი მისთვის მინიჭებულ ვადაში არ მოაწერს ხელს დოკუმენტს, კანონი ძალაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევა.

"საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე კანონს მოაწერო ხელი და ადამიანებს მისცე თავისუფლება.

ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების გასაგონად აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ გამოსავალი არის და პრეზიდენტი, თუ ორ ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს ამ კანონს მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, აღივსონ მოთმინებით და რამდენიმე დღეში ისინი აუცილებლად იქნებიან თავისუფალნი", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 2 კვირის წინ მიიღო და პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

დღის ამბები