27 სექტემბერი 2024,   11:33
ვრცლად
მე-4 კატეგორიის ქარიშხალი "ჰელენი" ფლორიდას დაატყდა თავს - მილიონამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

 

ქარიშხალი "ჰელენი" ფლორიდის შტატს, ბიგ-ბენის რეგიონში ოფიციალურად დაატყდა თავს. ინფორმაციაა abcnews. ავრცელებს.

ქარიშხალს მე-4 კატეგორია აქვს მინიჭებული და ქარის სიჩქარე საათში 225 კმ-ს შეადგენს, რაც მას ერთ-ერთ უძლიერეს ქარიშხლად აქცევს.

1859 წლის შემდეგ, ეს მე-4 კატეგორიის პირველი ქარიშხალია, რომელიც ფლორიდის შტატს დაატყდა თავს.

მედიის ინფორმაციით, ფლორიდაში ელექტროენერგიის გარეშე 970 000 აბონენტი დარჩა.

დღის ამბები