27 სექტემბერი 2024,   13:28
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი კანონით დადგენილ ვადაში გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას - თეონა აქუბარდია ამნისტიის კანონზე

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ვისი ხელმოწერით შევა ძალაში კანონპროექტი ამნისტიის შესახებ.

სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გაჭიანურებულ პროცესს აფასებენ პოლიტიკოსები. პარტიაში "გახარია საქართველოსთვის" დარწმუნებულები არიან, რომ ზურაბიშვილი კანონით დადგენილ ვადებში გამოიტანს გადაწყვეტილებას.

"ქართულ ოცნებას" ახასიათებს, პრეზიდენტის როგორც ინსტიტუტის გაბითურება და შემდეგ პრეზიდენტის როგორც ინსტიტუტის აღიარება, როგორც თავად სჭირდებათ იქიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ კანონით დადგენილ ვადაში გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას,"- აცხადებს თეონა აქუბარდია.

შეგახსენებთ, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი 2 კვირის წინ მიიღო და პრეზიდენტს ის ხელმოსაწერად გადაუგზავნა.

 
 
დღის ამბები